გილოცავთ 2012 წელს!

tree„ედსფეი“ გილოცავთ ახალ წელს დაესწარით მრავალს! დიდ მადლობას უხდით ყველა ედვერთაიზერს, მაღაზიის ფლობელს და ფაბლიშერს ჩვენთან თანამშრომლობისთვის. გასული წლის მსგავსად გავაგრძელებთ ჩვენი სერვისების გაუმჯობესებას. ვეცდებით შევიმუშაოთ ახალი პროდუქტები რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ონლაინ კომერციის განვითარებას.

January 2nd, 2012

შოპბილდერი განახლდა 14.12.2011

treeგანახლდა შოპბილდერის პლატფორმა. ასარჩევი ტემპლეტების რაოდენობა გაიზარდა 6-მდე. ცვლილება შეეხო ავტორიზაციის გვერდს. შეიცვალა მაღაზიაში სარეგისტრაციო გვერდი. გამოიყო ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთები. მაღაზიის პატრონებს გაუმარტივდათ ინვოისის მენეჯმენტი, რადგანაც პროგრამა ავტომატურად შექმნის ინვოის და მაღაზიის პატრონს მხოლოდ მისი ამობეჭვდა და ბეჭედის დარტყმა დასჭირდება. აღსანიშნავნია გადაზიდვების ფუნქციის დამატება, რომელსაც შეუძლია ადმინისტრატორის სურვილისდა მიხედვით შეკვეთას დაუმატოს ტრანსპორტირების ფასი ქალაქების მიხედვით.

December 15th, 2011

17 აგვისტო - adspay განახლდა

tree გუშინ მოხდა სარეკლამო პლატფორმის განახლება. განახლებითი სამუშაოების გამო რამოდენიმე წუთით გამოირთო adspay-ის მთავარი გვერდი, რის გამოც მომხმარებლებს დიდ ბოდიშს უხდით. სისტემას დაემატა სხვადასხვა ფუნქცია და სტატისტიკური მაჩვენებლები. განახლებული სისტემის ტესტირება გასტანს 4-5 დღეს ამ პერიოდში შეილება მომხმარებელმა რაიმე ხარვეზი შენიშნოს. მომდევნო პოსტებში განახლებასთან დაკავშირებულ სიაახლეებს დავწერთ.

August 17th, 2011

რეკლამის დამკვეთის საყურადღებოდ!

რეკლამის დამკვეთები რომლებიც რეკლამებს ucoz network უმიზნებენ, ვიზიტების წყაროში აისახება adspay.org. ucoz საიტებზე adspay რეკლამები განთავსებულია მარჯვენა ან მარცხენა მაღლა კუთხეში ტექსტური სახით.

June 30th, 2011

შოპბილდერი განალდა 25.6.2011

treeშოპბილდერის მომხმარებლების საყურადღებოდ, განახლდა ინტერნეტ მაღაზიების მართვის სისტემა. 3 უფასო დიზაინის რაოდენობა გაიზარდა 5-მდე და ასევე დაემატა სხვადასხვა მოდულები. განახლებამდე მომხმარებლებს არ შეეძლოთ სარეკლამო ან სხვა სახის html კოდების განთავსება. ამიერიდან მოდულებში არსებული სპეციალური html ველები მოხსნის ამ პრობლემას. პროდუქციის დამატებისას შესაძლებელია დამატებითი პარამეტრების მითითებაც (ზომის, ფერის, წონის ან სხვა პროდუქტის მახასიათებლის).

ყურადღება: მომხმარებლები რომლებიც იყენებენ visa/mastecards ვთხოვთ “ქართუ” ბანკს გამოაცვლევინონ ეგრედწოდებული ფარული ლინკი ახლით.

June 29th, 2011

UCOZ და adspay პარტნიორები გახდნენ

treeრუსული კომპანია “ucoz” არის ცნობილი უფასო საიტების შექმნის სერვისით. მას საქართველოში უამრავი მომხმარებელი და ვიზიტორი ჰყავს. ახლახანს Ucoz და adspay პარტნიორობი გახდნენ რაც ნიშნავს რომ adspay-ის რეკლამის დამკვეთს აქ შესაძლებლობა განათავსოს რეკლამები 1000-ზე მეტ ucoz-ზე შექმნილ საიტზე (100% ქართული ვიზიტები). Ucoz-ის სარეკლამო ადგილზე გავა მხოლოდ კატალოგ ფორმატის რეკლამები (100×70 ლოგოს მხარდაჭერით).

April 29th, 2011

აპრილის ბოლოს დაგეგმილია სისტემის განახლება

tree სისტემის განახლებაზე რამოდენიმე კვირაა რაც მუშაობა დაწყებულია და სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს adspay განახლდება. ცვლილება შეეხება მართვის პანელს როგორც დამკვეთის ასევე საიტის ფლობელის. უფრო კონკრეტულად ინტეგრირებული იქნება ნებისმიერ პარტნიორ საიტზე url თარგეთინგი. (შეგახსენებთ ამ დროისთვის url თარგეთინგი მხოლოდ პოპულარულ საიტებზე ხორციელდება.) გაუმჯობესდება სტატისტიკა შესაძლებელი გახდება დღეების და თვეების მიხედვით სტატისტიკის ნახვა. (ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ბოლო დღის, თვის, წლის სტატისტიკის ნახვა). შეიცვლება მართვის პანელების ვიზუალური მხარე რაც მათ უფრო მარტივ გამოსაყენებელს გახდის.

April 7th, 2011

გათიშვისთვის დიდი ბიდშს გიხდით!

დღეს 7 თებერვალს adspay ტექნიკური სამუშაოების გამო გაითიშა. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება იმდენად აუცილებელი და საჩქარო გახდა რომ წინასწარ მომხმარებლების ინფორმირება ვერ მოესწრო, რის გამოც adspay ადმინისტრაცია დიდ ბოდიშს უხდის ყველა მომხმარებელს.

February 8th, 2011

adspay-ის დაემატა .swf ფორმატის მხარდაჭერა

treeამიერიდან რეკლამის დამკვეთებს შეეძლებათ განათავსონ ანიმირებული (.swf) ბანერები. მსგავსი ფორმატის ბანერის დამზადება მოითხოვს გარკვეულ ცოდნას დამკვეთისგან, რადგანაც ბანერი მაქსიმალურად ოპტიმიზირებული უნდა იყოს წონაში და არ უნდა შეიცავდეს ეგრედ წოდებულ “მძიმედ” კოდირებულ ლინკებს. ვეცდებით adspay-ის დავამატოთ ანიმირებული ბანერის დამზადების სერვისი, იმ შემთხვევაში თუ დამკვეთს თავად ვერ შეძლებს დამზადებას ჩვენ გაუწევთ ამ სერვის გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

February 3rd, 2011

იანვრის სისტემური განახლება (30/11)

tree adspay-ის პროგრამისტებმა დაასრულეს მუშაობა მორიგ სისტემურ განახლებაზე. სისტემის განახლება განხორციელდა 30 იანვარს 23:00 საათზე. განახლების დროს იყო 10 წუთიანი შეფერხება რა დროსაც საიტი მიუწვდომელი იყო, რის გამოც მომხმარებლებს დიდ ბოდიშს უხდით. განახლების შედეგად სისტემას დაემატა სხვადასხვა ფუნქცია რაზეც უფრო დაწვრილებით მომდევნო პოსტებში ვისაუბრებ.

*თუ რაიმე ხარვეზს აღმოაჩენთ სისტემის სარგებლობის დროს გთხოვთ შეგვატყობინეთ.

January 31st, 2011